საგარეო ვაჭრობა

აგვისტოში ექსპორტი კვლავ გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა

Getty Images

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აგვისტოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეს ექსპორტმა ზრდა, ხოლო იმპორტმა შემცირება განაგრძო.

თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 772.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, 2019 წლის აგვისტოშ იმპორტის ჯამურმა ღირებულებამ 744.5 მილიონი შეადგინა.

ექსპორტზე გასული საქონლის ღირებულება კი 275.4-დან 309.4 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა გასულ წელთან შედარებით.

იანვარ-აგვისტოში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.01%-ითაა გაზრდილი. ექსპორტი 12.4%-ით მეტი იყო, იმპორტი კი 4.4%-ით ნაკლები.

სავაჭრო დეფიციტი იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვის 40.6%-ს შეადგენდა.

კომენტარები