ტურიზმი საქართველოში

შსს-ს მონაცემებით აგვისტოში ტურისტული ნაკადი 2%-ით გაიზარდა

შსს-მ 2019 წლის აგვისტოში, საქართველოს საზღვრებზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლები წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება ტურისტულ ნაკადს, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით აქ 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სულ 2019 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსულ უცხოეულ ვიზიტორთა რაოდენობა 1 254 554-ია, აქედან ტურისტების, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა ვინც ქვეყანაში მინიმუმ 24 საათი დაჰყო სულ 657 278 იყო.

რაც შეხეება რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობას აქ 6%-იანი კლება დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ივლისში რუსი ტურისტების კლება 10%-ს შეადგენდა. 

მოცემული მონაცამები გამოქვეყნებულია შსს-ს მიერ და არ არის დეტალიზებული. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აგვისტოს ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

კომენტარები