სირცხვილია

აქტივისტი ქუცნაშვილის ცოლზე: შენო ვის უთხარი მონაო, გამოექანა და მთხლიშა სახეში

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

20 ივნისის აქციის მონაწილემ ქუცნაშვილს რუსეთის მონა უწოდა, ქუცნაშვილის ცოლმა მას დაარტყა. შემთხვევა გონიოში მოხდა, სადაც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ოჯახთან ერთად ისვენებს. 

ირაკლი არეშიძე მთავართან ყვება: 

"გინიო ინნში", სასტუმროში, სადაც ქუცნაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ისვენებდა, ვეძახდი აივნიდან, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ხალხი ციხეში ზის ახლა და თვალები აქვს დათხრილი და თქვენ კიდე აქ ისვენებთ და ა.შ. აბა ჩამოდი ერთი და რაღაცებს მეუბნებოდა ეს ზაქრო. 

მერე, რო ჩავედი, ჩექ აუთი იყო და დამინახა, რო გამოვედით და მომვარდა მაგისი ცოლი, დაცვის თანამშრომელიდა თვითონ. შენო ვის უთხარი მონაო, გამოექანა და მთხლიშა სახეში. ამაზე პასუხს აგებთ-მეთქი, დავრეკე 112-ში". 

არეშიძე უკვე გამოიკითხა პოლიციის გონიოს სამმართველოში. 

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად 3 სექტემბერს შეუწყდა. 

დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საჯაროდ განცხადება 21 ივნისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კობახიძემ და ქუცნაშვილმა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს 19 ივნისს, პრეზიდენტის რეზიდენციის ყოფილ შენობაში, ახლა სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში უმასპინძლეს და მასთან ერთად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაც საზეიმოდ გახსნეს. პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფაქტმა, რომ რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს იკავებდა, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.

პარალელურად მოქალაქეთა აქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ განთავსებულები

19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა. ირაკლი კობახიძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა თანამდებობები ამის შემდეგ დატოვეს. აქცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა და 75 დღის განმავლობაში, არ შეწყვეტილა. 20 ივნისს აქციის დარბევიდან 76-ე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგინა.

მოქალაქეთა პროტესტი მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონებში გაგრძელდება, 20 სექტემბერს კი თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები