ფოტოგრაფია

"ტანკის კაცის" ისტორიული კადრის ერთერთი ფოტოგრაფი გარდაიცვალა [VIDEO]

GETTY IMAGES

12 სექტემბერს თიანანმენის ტანკის კაცის ისტორიული კადრის ერთერთი ავტორი ჩარლი კოლი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კოლი ერთერთი ოთხი ფოტოგრაფთაგან ერთერთი იყო, ვინც 1989 წლის თიანანმენის აქციის 5 ივნისის მოვლენები გააშუქა და უცნობ მამაკაცს ფოტო გადაუღო.

ისტორიული კადრი მან სასტუმროს აივნიდან გადაიღო. კოლის თქმით, ის გრძნობდა, რომ მამაკაცს სიკვდილი ელოდებოდა და ეს მისი პასუხისმგებლობა იყო გადაეღო თუ რა ხდებოდა. კოლმა იცოდა, რომ ჩინელი მაღალჩინოსნები მას მოძებნიდნენ, ამიტომ ფირი სააბაზანოში დამალა. ჩხრეკის შედეგად ფილმი ვერ მოძებდეს

ტანკის კაცის კადრისთვის კოლს 1990 წელს მსოფლიო პრესის ფოტოს ჯილდო გადასცეს.

5 ივნისს, პროდემოკრატიული აქციის სისხლიანი დარბევის მეორე დღეს, უცნობი მამაკაცი ტანკებს წინ გადაუგდა. მომიტინგე, რომლის ვინაობაც უცნობია, ორმა მამაკაცმა გაიყვანა. უცნობია ისიც, თუ რა ბედი ეწია მას. ისტორიული კადრი მსოფლიოში მშვიდობიანი პროტესტის სიმბოლოდ იქცა.

ჩინეთში ცნობილი ფოტო ცენზურირებულია და თიანანმენის აქციები ტაბუდადებული თემაა. ფოტოს ხილვისას იხილეთ ჩინელების რეაქცია:

1989 წელს პეკინში თიანანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის ასობით მნიშვნელოვან ქალაქში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დარბევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ჩინეთში თიანანმენის დარბევა ტაბუდადებული თემაა. ყოველი წლის 4 ივნისს ჩინეთში ჰონგ-კონგსა და მაკაუში ყოველწლიურად თიანანმენის დარბევის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგებენ, 1989 წლის ტრაგედიას ყოველწლიურად ტაივანშიც იხსენებენ.

თიანანმენის აქციების გალერეა იხილეთ აქ. გაფრთხილება: გალერეა შეიცავს ძალადობის ამსახველ სცენებს.

კომენტარები