ჯოან როულინგი

ჯოან როულინგმა ნევროლოგიური კვლევების ჩატარება $15.3 მილიონით დააფინანსა

0 კომენტარი
ფოტო: BBC.co.uk

ჯოან როულინგმა თავის მიერ დაფუძნებულ კლინიკაში 15.3 მილიონი დოლარი გადარიცხა, რათა გაფანტული სკლეროზის უკეთ შესასწავლად კვლევები ჩატარდეს.

ჰარი პოტერის წიგნების ავტორმა, კლინიკა ედინბურგის უნივერსიტეტის ბაზაზე 2010 წელს დაარსა და მას დედის "The Anne Rowling Regenerative Neurology Clinic" სახელი დაარქვა.

გადარიცხული ფული ახალი მოწყობილობების შეძენასა და კვლევების ჩატარებას მოხმარდება.

კლინიკა სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებებს იკვლევს და მკურნალობის უკეთესი მეთოდების პოვნისთვის კვლევებს ატარებს. ცენტრი განსაკუთრებულად ფოკუსირებულია გაფანტული სკლეროზის კვლევებზე.

"როდესაც Anne Rowling-ის კლინიკა დაარსდა, ვერავინ წარმოვიდგენდით რამხელა პროგრესი იქნებოდა რეგენერაციული ნევროლოგიის დარგში და ამაში რამხელა როლს შეასრულდება კლინიკა", - თქვა ჯოან როულინგმა.

ჯოან როულინგმა კლინიკის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 45 წლის ასაკში მას დედა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით გარდაეცვალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები