დონალდ ტრამპი

ტრამპი მისი კანის ნარინჯისფერ შეფერილობას ენერგოეფექტურ ნათურებს აბრალებს

დონალდ ტრამპი
AFP

დონალდ ტრამპის კანის ნარინჯისფერი შეფერილობა არაერთხელ გამხდარა ღამის შოუების წამყვანების ქილიკის მიზეზი. აშშ-ს პრეზიდენტმა ბალტიმორში, რესპუბლიკური პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ამ ფაქტს ახსნა თავად მოუძებნა.

"ნათურა... მითხრეს, რა სჭირს ნათურას? მე ნათურას შევხედე და ვუპასუხე: საქმე შემდეგშია - ნათურა, რომლის გამოყენებასაც გვაძალებენ... პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შუქი არ ვარგა. ყოველთვის ნარინჯისფერი ვჩანვარ... ყველანი ნარინჯისფერი ვჩანვართ..."

ამის შემდეგ ტრამპმა განაგრძო თავდასხმა და ენერგოეფექტურ ნათურებზე თქვა, რომ გაცილებით ძვირი ღირს, ამისდა მიუხედავად შუქი არ უვარგა და თუ გაფუჭდა, სახიფათო ნარჩენებშია მოსათავსებელი.

მიჩნეულია, რომ CFL და LED ნათურები, რომლებსაც ტრამპი თავს ესხმის, წინამორბედებზე 25-დან 80%-მდე ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ და როგორც წესი, 25-ჯერ დიდ ხანსაც ძლებენ.

კომენტარები