ქურდობა

შსს: ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დავაკავეთ

shutterstock

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში მანქანის და მოპედის ქურდობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს, 1995 წელს დაბადებული ა.ძ. და 1969 წელს დაბადებული მ.ბ.

გამოძიების ინფორმაციით, ა.ძ.-მ ბათუმში, ერთერთი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი მოიპარა. იგი სუფსაში აიყვანეს და ნაქურდალი ავტომობილი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

რაც შეეხება მ.ბ.-ს, პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ბათუმში, ზვიად გამსახურიდას ქუჩიდან მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები