შსს

შსს: სადაზღვევოსგან ფულის მისაღებად, პირმა მანქანა გადამალა და განაცხადა, რომ მოპარეს

tvfree.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირმა საკუთარი მანქანა დამალა და სადაზღვევო კომპანიისგან თანხის უკანონოდ მიღების მიზნით, პოლიციაში განაცხადა, რომ მანქანა მოპარეს.

"გამოძიების მსვლელობისას, დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით , წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა , ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს. ავტომობილის გადამალვის ფაქტს, ავტოფარეხის მეპატრონე, ფ.ს.-ს მეგობარი ა.ა.-ც ადასტურებს," - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ავტომობილის ქურდობაზე გაკეთებული შეტყობინების შემდეგ ფ.ს.-მ საქართველოს
საზღვარი მალევე დატოვა.

კომენტარები