ინგლისი

ბლენჰეიმის სასახლიდან 18-კარატიანი ოქროს უნიტაზი მოიპარეს

BBC

ინგლისში, ბლენჰეიმის სასახლიდან 18-კარატიანი ოქროს უნიტაზი, სახელად "ამერიკა", მოიპარეს.  

სამართალდამცავებმა უნიტაზის ადგილმდებარეობას ჯერ-ჯერობით ვერ მიაგნეს, თუმცა ძარცვაში ეჭვმიტანილი, 66 წლის მამაკაცი, დააკავეს.  

უნიტაზის მოპარვამ შესამჩნევი ზარალი და დატბორვა გამოიწვია, რადგან ბლენჰეიმის სასახლეში მას დამთვალიერებლები იყენებდნენ. გამოფენის დამთვალიერებლებს 3 წუთის განმავლობაში შეეძლოთ, ძვირფასი ტუალეტით ესარგებლათ.   

ოქროს ძვირფასი უნიტაზი იტალიელმა ხელოვანმა, მაურისიო კატელანამ შექმნა და მისი გამოფენის ნაწილი იყო. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს "ამერიკა" დონალდ ტრამპს შესთავაზეს. აშშ-ის პრეზიდენტმა მუზეუმისგან ვან გოგის ნახატი თეთრ სახლში გამოფენის მიზნით ითხოვა, თუმცა მას უარი განუცხადეს და სანაცვლოდ ოქროს უნიტაზი შესთავაზეს. 


ფოტო: BBC

კომენტარები