ბაჰამის კუნძულები

ბაჰამის კუნძულებს "დორიანის" შემდეგ ახალი შტორმი, "უმბერტო", უახლოვდება

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

შტორმ "დორიანიდან" ორი კვირის შემდეგ ბაჰამის კუნძულებს ახალი ტროპიკული შტორმი, სახელად "უმბერტო" უახლოვდება.  

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის "უმბერტო" კუნძულ აბაკოდან აღმოსავლეთით, 110 კილომემეტრის მოშორებით არის. მისი სიჩქარე 65 კმ/სთ-ია. აბაკო ერთ-ერთია, რომელიც "დორიანის" შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალდა. ბაჰამის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, შტორმი, შაბათს მიაღწევს და ძლიერ წვიმებს გამოიწვევს. სავარაუდოდ, შტორმი კუნძლებზე "დორიანის" შედეგად დაკარგულთა სამძებრო სამუშაოებს შეაფერხებს.  

ფოტო: BBC

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალი "დორიანი" 2 დღის განმავლობაში მძვინვარებდა. ქარის სისწრაფემ 298 კმ/სთ-ს მიაღწია. "დორიანის" შემდეგ ბაჰამის კუნძულებზე 1 300 ადამიანს ეძებენ. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 50 ადამიანი. საცხოვრებელი სახლის გარეშე 15 000 პირი დარჩა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები