ქალთა მონაწილეობა

თალაკვაძეს უხარია, რომ გახარიამ ვიცეპრემიერებად ქალები დანიშნა

მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება, რომ ქართული ოცნება პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

"ქართული ოცნება პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს - მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი. პარლამენტში ხუთი მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელები არიან ქალები და ჩემი პირველი მოადგილეც და თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილეც არიან ქალები. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა გაიზარდოს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცეპრემიერებად ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაასახელა.

კომენტარები