სალომე ზურაბიშვილი

პრესსამსახური: პრეზიდენტი თიანეთში დამბალხაჭოს მომზადების პროცესს გაეცნო

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი თიანეთში დოჭურიშვილების ოჯახურ საწარმოს ეწვია და "მართა ბებოს დამბალხაჭოს" მომზადების პროცესს გაეცნო.   

მეწარმეებმა პრეზიდენტს მომზადების პროცესი გააცნეს- მჟავე რძისგან კარაქის შედღვებვა, კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოსგან ხაჭოს გაკეთება, მისი გაწურვა, მარილში მოზელა და გუნდების გაკეთება.  

როგორც პრეზიდენტს მეწარმე ეკა დოჭურიშვილმა განუცხადა, არსებობს სხვადასხვა წარმოშობისა და ტიპის დაობებული ყველი, მაგრამ დამბალხაჭოს ძირი ხაჭოსია, სწორედ ამით განსხვავდება სხვა მსგავსი ტიპის პროდუქციისაგან.

დამბალხაჭოს დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი უკვე 5 წელია რაც მიენიჭა, მსოფლიოში სწორედ მისი დამზადების ტექნოლოგიის უნიკალურობის გამო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები