ძიუდო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.  

ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ქართველმა ძიუდოისტებმა 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვაჟთა ნაკრების წევრებმა ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობდნენ, ოქროს მედლები მოიპოვეს.  

ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია. 

კომენტარები