ფელისიტი ჰაფმენი

ფელისტი ჰაფმენი კოლეჯში შვილის მოსახვედრად გადახდილი ქრთამისთვის 14 დღით ციხეში მოხვდა

ფელისიტი ჰოფმანი

ამერიკელ მსახიობს, ფელისიტი ჰაფმენს, რომელიც ცნობილია ლინეტ სკავოს როლით სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისებში" - ბოსტონის სასამართლომ თავისუფლების 14 დღით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ მსახიობმა ქალიშვილის კოლეჯში მოსახვედრად ქრთამი გადაიხადა. ჰაფმენმა დანაშაული აღიარა.

გამოძიების ცნობით, 2017 წელს ჰაფმენმა გადაიხადა ქრთამი, 15 ათასი დოლარის ოდენობით, იმისთვის, რომ მის ქალიშვილს SAT ტესტი მაღალ ქულებზე ჩაებარებინა. ჰაფმენი ამტკიცებს, რომ ქალიშვილმა ქრთამის მიცემის შესახებ არაფერი იცოდა.

მარტში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დანაშაულებრივი ქსელი გამოააშკარავა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ჯორჯთანუნში, იელში, სტენფორდსა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩაბარებას ქრთამის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. მოსყიდვასა და თაღლითობაში ბრალი დასდეს 33 მშობელსა და 14 ტრენერსა და მასწავლებელს.

კომენტარები