თაღლითობა

შსს: თაღლითობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დავაკავეთ

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში თაღლითურად დაეუფლა 3 მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული 1 მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორს თბილისში მდებარე ლომბარდებში მიაკვლია"- აცხადებენ შსს-ში. 

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები