დღეს, 15 სექტემბერს, პატრიოტთა ალიანსმა აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც პარტიის ლიდერებმა თქვეს, მათ სურთ ამერიკელ პარტნიორებს უთხრან, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არა რუსეთის ან აშშ-ის გუბერნია.
აქციაზე ბევრჯერ გაისმა ანტიდასავლური, ანტიამერიკული მესიჯები.
"პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და აფხაზეთთან", "არავითარი ნატო- გამოსავალი სამხედრო მიუმხრობლობაა", "საქართველო არ იქნება ამერიკის კოლონია", "ჩვენ ვართ ნამდვილი პატრიოტები"- თქვეს პარტიის ლიდერებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა.
10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა. როგორც ინაშვილმა თქვა, იქ იმის სათქმელად მივიდა, რომ "გიგა ბოკერიამწამებელია და მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი".შეჭრისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.