უბედური შემთხვევა

მამაკაცი, რომელიც გუშინ მეტროსადგურ სამგორის ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა

თბილისის მერია

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გუშინ, 15 სექტემბერს, მეტროსადგურ სამგორის ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა.

ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები