Vetements

დემნა გვასალია VETEMENTS-ს ტოვებს

დემნა გვასალია
highsnobiety.com

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია თავის მიერ შექმნილ ბრენდს Vetements-ს ტოვებს - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა WWD ავრცელებს.

"ვფიქრობ, შევასრულე ჩემი მისია", - თქვა დემნა გვასალიამ ბრენდის დატოვებასთან დაკავშირებით.

დემნა გვასალიამ Vetements თავის ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად შექმნა. ძმებმა გამოცემას საერთო განცხადება გამოაქვეყნებინეს, თუმცა დამატებით კომენტარზე უარი თქვეს.

"Vetements ყოველთვის იყო კრეატიული გონებების კოლექტივი. ჩენ გავაგრძელებთ საზღვრების გაფართოებას და ბრენდის ავთენტური ღირებულებების პატივისცემას, ასევე გულწრფელი კრეატიულობისა და ტალანტების მხარდაჭერას. რასაც დემნამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში ბრენდში, Vetements-თვის ისტორიის მთავარი მომენტებია. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ დემნასი", - ამბობს გურამ გვასალია განცხადებაში.

გურამ გვასალია Vetements-ში დარჩება, დემნა გვასალია კი ბალენსიაგაში კრეატიული ხელმძღვანელის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2009-2012 წლებში Maison Martin Margiela-ში ქალების კოლექციის მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. 2013-2015 წლებში კი LOUIS VUITTON მოდის სახლის მთავარ დიზაინერებს შორის იყო.

Vetements დემნა გვასალიამ 2014 წელს დაარსა, 2015 წელს კი ბალენსიაგას კრეატიული ხელმძღვანელი გახდა.

კომენტარები