გიორგი გახარია

გახარია: არც ერთი სერიოზული უცხოელი არ დარჩა კონსორციუმში, კიდე ვიღაცას ინტერესებს აბრალებენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები, "რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს".

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ სწორედ ეს არის ანაკლიის პრობლემა. მისივე თქმით, სახელმწიფო პორტს მხარს უჭერდა და მხარს დაუჭერს.

ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გიორგი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს მასთან წაკამათება მოუვიდა, რადგან გახარია ამბობდა, რომ პროექტი მომგებიანი არ იქნებოდა.

პრემიერმინისტრის თქმით, ანაკლიის კონსორციუმის ბოლო ქმედებების გამო, იქ "არც ერთი სერიოზული უცხოელი ფაქტობრივად, არ დარჩა".

"ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, რომ ის რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი ამაზე კიდე რა შეიძლება რომ ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას, ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც, სამწუხაროდ არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა მხარს და დაუჭერს მხარს. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებები, რომლებიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არც ერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად არ დარჩა კონსორციუმში და კიდე ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, ნუ, არასერიოზულია რა", - ამბობს გიორგი გახარია.

გუშინ, 15 სექტემბერს, გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2017 წლის ამბავი, როცა მაშინდელ ეკონომიკის მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ანაკლიის პორტის გამო კონფლიქტი ჰქონდა.

"ეკონომიკის მინისტრი იყო, 2017 წელია. მან განაცხადა, რომ იგი შეხვდა ევრობანკის პრეზიდენტს, ბატონ სუმას [ჩაკრაბარტი] და მან თქვა, რომ ევრობანკი არასდროს დააფინანსებს ამ პროექტს. მე ამაზე აღვშფოთდი, მოგვივიდა წაკამათება," - ყვება ხაზარაძე.

მისი თქმით, გახარია ამბობდა, რომ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნებოდა და ბანკები არ დააფინანსებდნენ.

ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკული ფონდის ინვესტიცია ანაკლიის პორტში ორჯერ შეაჩერა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები