აშშ-ირანი

აშშ-ის სატელიტური სურათების მიხედვით საუდის არაბეთზე თავდასხმა ირანმა განახორციელა

Reuters

აშშ-მა გაავრცელა სატელიტური სურათები, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით თავდასხმა ირანმა განახორციელა.

ირანი თავდასხმაში მონაწილეობას კვლავ უარყოფს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენის ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს.

თუმცა the New York Times-თან ABC-სთან and Reuters-თან საუბარში აშშ-ის ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, რომ თავდასხმის მასშტაბები ჰუსიტების მონაწილეობას ეჭვქვეშ აყენებს.

მათი თქმით თავდასხმა 19 წერტილში მოხდა და მათი წყარო დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მოდიოდა. შესაბამისად, თავდასხმა სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით, ირანის ან ერაყის ტერიტორიიდან განხორციელდა. სატელიტური სურათები სწორედ ამას ადასტურებს.

იემენში ჰუსიტი ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია კი საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.

ოფიციალური პირები ასევე აკონკრეტებენ თავდასხმისათვის გამოყენებულ ტექნიკას. მათი თქმით დრონების გარდა გამოიყენეს რაკეტები, თუმცა ყველა მათგანი სამიზნეს ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ თავდასხმის უკან თეირანი დგას. მან უარყო ინფორმაცია, რომ თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი ეიმენელი ჰუსიტი ამბოხებულები დგანან. თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ირანი აშშ-ს სიცურეში ადანაშაულებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"საუდის არაბეთის ნავთობის მარაგს დაესხნენ თავს. გვაქვს საბაბი ვიფიქროთ, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე, ბრძოლისათვის მზად ვართ, ველოდებით დადასტურებას. ველოდებით ინფორმაციას სამეფოსაგან, ვინ მიაჩნიათ რომ დგას თავდასხმის უკან და რა პირობებით უნდა ვიმოქმედოთ!"

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით ობიექტების ხელახლა გამართვას კვირები დასჭირდება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რეგიონში დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ ირანს ადანაშაულებს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

კომენტარები