ტორონტოს კინოფესტივალი

ტორონტოს კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

ტორონტოს კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოცხადებულია. ამ ფესტივალის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი კი ისაა, რომ საუკეთესო ფილმებს მაყურებლები ირჩევენ და არა ჟიური. 

წელს, კინოფესტივალის მთავარი პრიზი ტაიკა ვაიტიტის ფილმმა "Jojo Rabbit" მიიღო. მეორე ადგილზე ფილმი "MARRIAGE STORY", სკარლეტ იოჰანსონისა და ადამ დრაივერის შესრულებით, გავიდა, ხოლო, მესამე საპატიო ადგილი კორეელი რეჟისორის, ჯუნ-ჰო ბონგის "პარაზიტს" ერგო. 

მიუხედავად იმისა, რომ ტორონტოს კინოფესტივალის ჟიურის მაყურებლები წარმოადგენენ, ის წლის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენად ითვლება და ხშირად სწორედ აქ ვლინდება წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმები, რომლებსაც ოსკარზე გამარჯვების მაღალი შანსი აქვთ. ასე, მაგალითად, წინა წლის ტორონტოს კინოფესტივალის გამარჯვებული "მწვანე წიგნი" გახდა, რომელმაც ოსკარის 3 ნომინაციაში გაიმარჯვა და, მათ შორის ჯილდო, როგორც საუკეთესო ფილმმაც მიიღო.

კომენტარები