ჰუსიტი ამბოხებულები

ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის საბადოებზე ხელახალი თავდასხმით იმუქრებიან

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი ამბოხებულები საუდის არაბეთის ნავთობის მომპოვებულ და გადამამუშავებელ ობიექტებზე ხელახალი თავდასხმებით იმუქრებიან.

ინფორმაცია დაჯგუფების ტელევიზია ალ-მასირამ გაავრცელა.

ჰუსიტი ამბოხებულები უცხოელებს აფრთხილებენ დატოვონ კომპანია Aramco-ს ტერიტორია, რადგან თავდასხმა შესაძლოა "ნებისმიერ მომენტში" მოხდეს.

"ვარწმუნებთ საუდის არაბეთს, რომ ჩვენი გრძელი ხელი ყველგან მიწვდება, სადაც გვსურს და როდესაც გვსურს." თქვა დაჯგუფების სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა აშშ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმა არა მათ მიერ კონტროლირებადი, საუდის არაბეთიდან სამხრეთ-დასავლეთი მდებარე ტერიტორიიდან, არამედ ჩრდილო-დასავლეთით, ერაყის ან ირანის ტერიტორიიდან მოხდა.

the New York Times-თან ABC-სთან and Reuters-თან საუბარში აშშ-ის ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ, რომ თავდასხმის მასშტაბები ჰუსიტების მონაწილეობას ეჭვქვეშ აყენებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ თავდასხმის უკან თეირანი დგას. მან უარყო ინფორმაცია, რომ თავდასხმის უკან ირანის მიერ მხარდაჭერილი ეიმენელი ჰუსიტი ამბოხებულები დგანან. თუმცა მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ირანი აშშ-ს სიცურეში ადანაშაულებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"საუდის არაბეთის ნავთობის მარაგს დაესხნენ თავს. გვაქვს საბაბი ვიფიქროთ, რომ ვიცით ვინ არის დამნაშავე, ბრძოლისათვის მზად ვართ, ველოდებით დადასტურებას. ველოდებით ინფორმაციას სამეფოსაგან, ვინ მიაჩნიათ რომ დგას თავდასხმის უკან და რა პირობებით უნდა ვიმოქმედოთ!"

ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდ ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის ფასები გაიზარდა.

თავდასხმამ გლობალური მიწოდების 5%-ის შეფერხება გამოიწვია. Saudi Aramco-ს მიხედვით თავდასხმების გამო დღეში 5.7 მილიონი ბარელის მიწოდება შეწყდა. მათი თქმით ობიექტების ხელახლა გამართვას კვირები დასჭირდება.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რეგიონში დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ ირანს ადანაშაულებს.

12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.

მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ის ფლოტის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა თქვა, რომ ქვეყანას სურს საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შექმნა, რათა ირანისა და იემენის მიმდებარე წყლები და თავისუფალი გადაადგილება დაიცვას.

იემენში არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის მოვლენების დროს მთავრობის გადადგომის შემდეგ დაიწყო. საუდის არაბეთის კოალიცია კონფლიქტში 2015 წელს ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ ჩაერთო, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ირანი საუდის არაბეთის წინააღმდეგ იყენებს. გასულ თვეებში რიადის მახლობლად იემენიდან გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც სავარაუდოდ ირანული წარმოშობისაა. 2015 წლის შემდეგ იემენში კონფლიქტმა 10,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

აშშ საუდის არაბეთის კოალიციას, რომელშიც კიდევ 8 არაბული ქვეყანაა გაერთიანებული მილიონობით დოლარის იარაიღით ეხმარება და იემენში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებზე დრონებით თავდასხმებშიც მონაწილეობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები