საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს თვის ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით წინა თვეში საქართველოში სულ 146 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით მეტია.
უნდა ითქვას, რომ სტატისტიკის მიხედვით, რუსეთიდან გამოგზავნილი გზავნილების მოცულობა, თითქმის, 15%-ით შემცირდა. ამის მიუხედავად, რუსეთის წილმა მთლიან გზავნილებში 24% შეადგინა.
ქვეყნების ათეული საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა:
- რუსეთი — $35 მილიონი, კლება — 14%;
- იტალია — $20 მილიონი, ზრდა — 25%;
- აშშ — $15 მილიონი, ზრდა — 1,5%;
- საბერძნეთი — $14,7 მილიონი, ზრდა — 16%;
- ისრაელი — $14 მილიონი, ზრდა — 8,6%;
- თურქეთი — $7,9 მილიონი, ზრდა — 9%;
- გერმანია — $4,2 მილიონი, ზრდა — 28%;
- უკრაინა — $3,8 მილიონი, ზრდა — 68%;
- პოლონეთი — $3,1 მილიონი, ზრდა — 69%.