ისრაელი

ისრაელში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები იმართება

AFP

ისრაელში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები იმართება. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ის მას შემდეგ დანიშნა, რაც 5 თვის წინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით ნეთანიაჰუს ლიკუდის პარტიის მთავარი ოპონენტი ლურჯის და თეთრის პარტიაა, რომელსაც ბენი განცი ლიდერობს. აპრილში ჩატარებულ არჩევნებში ორივე პარტიამ ქნესეთში 35-35 ადგილი მოიპოვა.

ყოფილ თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანთან და მის ნაციონალისტურ პარტიასთან მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ლიბერმანმა მთავარ პირობად სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამონაკლისებში ცვლილება წამოაყენა. შედეგად, ნეთანიაჰუმ ხელახალი არჩევნების დანიშვნას მხარი დაუჭირა, რათა სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები სხვა პარტიებს არ დაწეყოთ.

სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება.

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში, 120 ადგილიან ქნესეთში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არასდროს მოუპოვებია. ქვეყანას მუდმივად კოალიციური მთავრობა მართავს.

იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუ თანამდებობას მეხუთე ვადით დაიკავებს ისრაელის ეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადა იქნებათ, რომლითაც ერთმა პიროვნებამ პრემიერმინისტრის პოსტზე იმსახურა.

გასულ კვირას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ თუ მას ხელახლა აირჩევენ დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას გეგმავს.

"დღეს ვაცხადებს ჩემს გეგმას, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ისრაელის სუვერენიტეტის იორდანეს ხეობაზე და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით გავრცელების თაობაზე." თქვა მან.

ნეთანიაჰუს გეგმა დასავლეთ სანაპიროს 1/3-ის დაკავებას გულისხმობს. სიტყვით გამოსვლისას მან წარმოადგინა რუკა, რომელზეც ისრაელის ტერიტორია მდინარე იორდანეს ხეობის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება და გარს ერტყმის დასავლეთს სანაპიროს ისე, რომ მას იორდანიასთან საზღვარი აღარ აქვს. ქალაქი იერიქონი და მიმდებარე სოფლები ანკლავის სახითაა წარმოდგენილი.

"ეს რუკა განსაზღვრავს ჩვენს დასავლეთ საზღვარს. ჩვენ ასეთი შესაძლებლობა ექვსდღიანი ომის შემდეგ არ გვქონია და შესაძლოა აღარ გვქონდეს კიდევ 50 წელი."

მან ასევე თქვა, რომ ამის გაკეთებას დონალდ ტრამპთან მაქსიმალური კოორდინაციით გეგმავს.

ნეთანიაჰუს თქმით ტრამპის გეგმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების თაობაზე მალე გასაჯაროვდება. მან წარსულში კატეგორიულად გამორიცხა, რომ პალესტინა გეგმის ნაწილი იქნება.

კომენტარები