NDI-ის კვლევა

NDI: 84%-ის აზრით, საქართველოში ეკონომიკურ პრობლემებზე უმთავრესად პასუხისმგებელი მთავრობაა

0 კომენტარი
ფოტო: კოლაჟი ტაბულა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს. 9%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს. 

ამასთან, რესპონდენტთა 84% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკურ პრობლემებზე უმთავრესად პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა. 2% ფიქრობს, რომ პარლამენტი. 1-1% - პასუხისმგებლობას გლობალურ ეკონომიკას, კომერციულ ბანკებს, ოპოზიციას და თავად მოქალაქეებს აკისრებს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები