NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულ საკითხები სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბეა

0 კომენტარი
ფოტო: speakerstones

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 48% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

34%-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა, ხოლო 33%-სთვის სიღარიბე.

გამოკითხულთა 29% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად ოკუპაციას ასახელებს, 22% პენსიებს, 19% ხელფასებს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მოსახლეობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის ასახელებს ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას (18%), განათლებას (12%), რუსეთთან ურთიერთობა (12%), ადამიანის უფლებები (8%), სამართლიანობის აღდგენა (6%), სამართლიანი არჩევნები (6%), ნატოში გაწევრიანება (6%), გარემოს დაცვა (5%), სასამართლო სისტემა (5%) და სხვა (16%).

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები