რუსეთი

რუსეთის ლაბორატორიაში, სადაც ნატურალური ჩუტყვავილას, ებოლას ვირუსები ინახება, გაზი აფეთქდა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

რუსეთში, ციმბირში, ნოვოსიბირსკის რეგიონის ქალაქ კოლცოვოში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია ლაბორატორიაში, რომელშიც სხვადასხვა ტიპის ვირუსების სინჯები ინახება, მათ შორის ნატურალური ჩუტყვავილას და ებოლას.

აფეთქება ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის კვლევის სახელმწიფო ცენტრის მეხუთე სართულზე, სანიტარული ინსპექციის ოთახში რენოვაციისას მოხდა.

ამავე შენობაში ინახებოდა ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს იკვლევდნენ.

აფეთქების შედეგად მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ამ დროისათვის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ადგილობრივ მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ოთახში, რომელშიც აფეთქება მოხდა საშიში ნივთიერებები არ ინახებოდა.

ნატურალური ჩუტყვავილის ვირუსი დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილასაა შემორჩენილი, რუსეთის ამ ლაბორატორიაში და ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში.

2004 წელს ციმბირის ამ ლაბორატორიაში მეცნიერი დაიღუპა, როდესაც შემთხვევით ნემსი შეერჭო და ებოლას ვირუსით დაავადდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები