NDI-ის კვლევა

NDI: მხოლოდ 5% ამბობს, რომ მისი ოჯახის საერთო შემოსავალი გასულ თვეს 1600 ლარზე მეტი იყო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამბობს, რომ გასულ თვეში მისი ოჯახის შემოსავალი 1600 ლარზე მეტი იყო. ამდენივე დანახარჯი რესპონდენტთა 6%-ს ჰქონდა.

1201-1600 ლარი შემოსავალი გასულ თვეში მოსახლეობის ასევე 5%-ს ჰქონდა (გათვალისწინებულია ყველა შემოსავალი, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა მიიღო). 

გამოკითხულთა 11% ამბობს, რომ მისი ოჯახის გასული თვის შემოსავალი 801 ლარიდან 1200 ლარამდე იყო, 16% - 501 ლარიდან 800 ლარამდე, ხოლო 23% - 301 ლარიდან 500 ლარამდე.

NDI-ის ცნობით, კვლევაში მონაწილეთა 14%-ის თქმით, მათი ოჯახის შემოსავალი 201-300 ლარი იყო, 11%-ის კი - 200 ლარამდე.

0 შემოსავალი და დანახარჯი ჰქონდა 1%-ს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები