კომუნალური გადასახადები

NDI: 48%-ის თქმით, ბოლო 6 თვეში ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურების დასაფარი ფული არ ჰქონდა

Getty Images

"ბოლო 6 თვის მანძილზე, ყოფილა თუ არა ისეთი შემთხვევა, რომ არ გქონდათ საკმარისი ფული კომუნალური გადასახადების დასაფარად?" - NDI-ის ამ კითხვას გამოკითხულთა 48%-მა უპასუხა დადებითად. 

კვლევაში მონაწილეთა 51% პასუხობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. 1%-მა არ იცის.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები