NDI-ის კვლევა

NDI: მოულოდნელად რომ დასჭირდეს, 54% ვერ შეძლებს 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას

0 კომენტარი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% ვერ შეძლებს 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას.

კითხვაზე, "თქვენს ოჯახს რომ მოულოდნელად დასჭირდეს 300 ლარის შოვნა, შეძლებთ თუ არა უპროცენტოდ ფულის სესხებას", 54% პასუხობს, რომ ვერა.

ეს მაჩვენებელი იმატებს ასაკისა და დასახლების მიხედვით. მაგალითად, პატარა ქალაქებში გამოკითხულთა 60% ვერ შეძლებს უპროცენტოდ 300 ლარის სესხებას, სოფლებში - 62%. 55 წელს გადაცილებული ადამიანების 63% ამბობს, რომ უპროცენტოდ სამას ლარს ვერ ისესხებს.

რაც შეეხება სქესს, ქალების 58% პასუხობს, რომ ვერ შეძლებს ფულის სესხებას, ხოლო კაცების - 50%.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები