NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, პარლამენტში საუკეთესო გადანაწილებაა 50% ქალი, 50% კაცი

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის ნახევარის, 46% აზრით, პარლამენტში ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება იქნებოდა 50% ქალი, 50% კაცი. ბოლო კვლევების შემდეგ, ასეთი ადამიანების რაოდენობა გაზრდილია.

თუმცა, 37% კვლავ მიიჩნევს, რომ დეპუტატებს შორის ქალი 30%-ზე ნაკლები უნდა იყოს, ხოლო კაცი, 70%-ზე მეტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი მცირდება.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები