ტურიზმი საქართველოში

ეროვნული ბანკი: აგვისტოში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 47 მილიონი დოლარით შემცირდა

georgicatravel.ge

საქართველოს ეროვნული ბანკმა მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მონაცამების მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 10%-ით შემცირდა.

წინა წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოვასალი 442,9 მილიონი დოლარით განისაზღვრა, ხოლო წელს იგივე მაჩვენებელმა 396 მილიონი დოლარი შეადგინა, დანაკლისი თითქმის, 47 მილიონი დოლარია. 

ამავდროულად იმავე მონაცემებით, გაზრდილია ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობაც. შემოსავლის კლების შესახებ ინფორმაცია სებ-მა ივლისშიც გაავრცელა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ტურისტულმა ინდუსტრიამ, დაახლოებით, 60 მილიონი დოლარით იზარალა. ამავდროულად, ივლისში რეკორდული რაოდენობის ვიზტორი და ტურისტი ჩამოვიდა. 

აგვისტოში ვიზიტორებისა და ტურისტების ზრდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია შსს-მაც. უწყების ინფორმაციით გაზრდილია როგორც ვიზიტორების, ასევე იმ პირთა რაოდენობაც ვინც ქვეყანაში მინუმუმ 24 სააათი დაჰყო. 

რაც შეეხება აგვისტოში განხორციელებული ტურისტული და სხვა ტიპის ვიზიტების დეტალურ ინფორმაციას, ჯერჯერობით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წინა თვის მონაცემები არ გაუვრცელებია.

ტურიზმი საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყაროა. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა და მშპ-ს 7%-ით განისაზღვრა. 

რაც შეეხება 2019 წელს, ჯერჯერობით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2,2 მილიარდი დოლარია.

კომენტარები