NDI-ის კვლევა

NDI: ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვის მნიშვნელობის მაჩვენებელი გაიზარდა

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, 4%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ამ აზრს გამოკითხულთა 27% იზიარებს, გასულ წელს იგივე პოზიცია 23%-ს ჰქონდა.

არ შეცვლილა იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ლგბტ ადამიანების უფლებებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს - ეს 2018 წელსაც და ახალ კვლევაშიც 44%-ია.

ცნობისთვის, 2015 წელს NDI-ის 21%-მა პროცენტმა უთხრა, რომ ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, 49%-მა კი თქვა, რომ უმნიშვნელოა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვა მიაჩნიათ, ყველაზე უმნიშვნელოდ კი სექსუალური უმცირესობების.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები