პარლამენტი

ბოკერია უმრავლესობას: თქვენი კი არა, ივანიშვილის ფიზიკური განადგურებაც კი არაა ჩემი ამოცანა

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც სოფიო ქაცარავას მიმართ ბოკერიას რეპლიკას გამოეხმაურნენ. 

სოფიო ქაცარავამ 16 სექტემბერს გამართული საკომიტეტო სხდომის შემდეგ თქვა, რომ გიგა ბოკერია მას მიმართა და ქართული ოცნების განადგურებით დაემუქრა, რასაც უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა. 

"ახლა აქ წუხილი ყოფილა ჩემი მეგობრებიდან, რომ ვიღაცას განადგურებით დაემუქრაო. თუ ასე გაიგეთ, ძალიან ვწუხვარ. არავის განადგურება, თქვენი კი არა, ივანიშვილის განადგურებაც კი არ არის ჩემი ამოცანა, ისე, რომ იცოდეთ, ფიზიკურ განადგურებაზე თუა ლაპარაკი და პოლიტიკურად, ჩემი აზრით, თქვენი ნაბიჯებით ინადგურებთ თავს," - თქვა ბოკერიამ 17 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე. 

ბოკერიას ამ რეპლიკას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და თქვა, რომ მას ყოველთვის სჯეროდა, რომ ბოკერია მხოლოდ "რეალისტურ ამოცანებს ისახავდა მიზნად". 

"გმადლობთ, ბატონო გიგა, რომ დაადასტურეთ, რომ თქვენი ამოცანა არ არის ქალბატონი ქაცარავას განადგურება. მეც ასე მახსოვდა, რომ თქვენ მხოლოდ რეალისტურ ამოცანებს ისახავთ მიზნად,"- თქვა თალაკვაძემ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები