NDI-ის კვლევა

გაბაშვილი: დღესაც მისცემდი თუ არა ხმას დამოუკიდებელ საქართველოს - აბა, ასე დავსვათ კითხვა

რუსთავი 2

ევროპული საქართველოს წევრი გოკა გაბაშვილი NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას ეხებოდა. 

"დღეს რომ 1991 წლის 31 მარტი იყოს, საქართველოს დამოუკიდებლობას ისევ 95%-ზე მეტი მისცემდა ხმას და თავისივე ბიულეტენით დაშლიდა სსრკ-ს. ათას გაჭირვებას, დაღუპულ მეგობრებს, დაკარგულ კუთხეებს იხსენებს ხალხი და ამიტომაა ამ შეკითხვაზე ასეთი დამაბნეველი პასუხი. მისცემდი თუ არა ხმას დღესაც დამოუკიდებელ საქართველოს - მოდი, აბა, ასე დავსვათ შეკითხვა" - წერს გაბაშვილი. 

17 სექტემბერს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც შეკითხვაზე "ზოგადად, თქვენი აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი?", მოსახლეობის 41% პასუხობს, რომ ცუდი მოვლენა იყო, ხოლო 49% მიიჩნევს, რომ ეს კარგი იყო. 

ამავდროულად, ამავე კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 78% უჭერს მხარს, ნატო-ს წევრობას კი - 71%. 

კომენტარები