ლა-მანშის სრუტე

ქალი, რომელმაც კიბო დაამარცხა პირველი გახდა, ვინც ლა-მანშის სრუტე 4-ჯერ შეუჩერებლად გადაცურა

Twitter

37 წლის სარა ტომასი, რომელმაც ერთი წლის წინ მკერდის კიბო დაამარცხა პირველი ადამიანი გახდა, ვინც ლა-მანშის სრუტე შეუჩერებლად 4-ჯერ გადაცურა.

მას ამისათვის 54 საათი დასჭირდა. მას 128 კილომეტრი უნდა დაეფარა, თუმცა ძლიერი დნების გამო ჯამში 209 კილომეტრი გაცურა.

ამ პერიოდში მას საკვები არ მიუღია და მხოლოდ პროტეინის, ელექტროლიტების და კოფეინის შემცველ სასმელზე იყო დამოკიდებული.

მან მიღწევა იმ ადამიანებს მიუძღვნა, ვინც კიბო დაამარცხეს. სარა ტომასის თქმით ცურვა მას კიბოს მკურნალობის პერიოდში ეხმარებოდა.

მან არხი პირველად 2012 წელს გადაცურა, მეორედ კი 2016 წელს. 2017 წლის აგვისტოში მან აშშ-კანადის საზღვარზე შამპლეინის ტბა გადაცურა. სწორედ ამის შემდეგ დაუდგინეს მკერდის კიბო. მან მკურნალობა 2018 წელს დაასრულა და მიზნად ლა-მანშის სრუტეზე რეკორდის მოხსნა დაისახა.

ამ დრომდე ლა-მანშის სრუტის შეუჩერებლად სამჯერ გადაცურვა მხოლოდ 4-მა ადამიანმა შეძლო.


ფოტო: BBC

კომენტარები