სურსათის ეროვნული სააგენტო

განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე 13 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმა. 

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე - ამის გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.  

"კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა მხოლოდ 13 ობიექტში, რომელთაც, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე. გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია" - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

კომენტარები