ამფიბია

მსოფლიოში ყველაზე დიდი ცოცხალი ამფიბია ლონდონის მუზეუმში ბინადრობს

BBC

როგორც ცნობილია, ლონდონის მუზეუმში ბინადარი სამხრეთ ჩინეთის სალამანდრა ყველაზე დიდი ცოცხალი ამფიბიაა ამჟამად.

თითქმის ორი მეტრის სიგრძის სამხრეთ ჩინეთის გიგანტური სალამანდრა გადაშენების პირასაა. მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა განახლებული ზომების მიღება, რათა სახეობა გადარჩეს.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სახეობის გადარჩენა დროულად მოხდება, მაგრამ საჭიროა გადაუდებელი ზომები, რათა სიცოცხლისუნარიანი გიგანტური სალამანდრას პოპულაციები დაცულები იყვნენ”,- თქვა ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების პროფესორმა სამუელ ტრევიმ.

გიგანტური სალამანდრები ოდესღაც ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის მიდამოებში ცხოვრობდნენ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში კვების ბაზარზე მომარაგების მიზნით გადაჭარბებული ექსპლუატაციის შედეგად მათი რიცხვი მკვეთრად შემცირდა.

მკვლევრების გუნდმა გიგანტური ამფიბია ლონდონის ზოოპარკიდან ბუნების ისტორიის მუზეუმში, შემონახული სახეობის ნიმუშის სახით გადაიყვანა.

კომენტარები