Downton Abbey

Downton Abbey-ის სასახლე Airbnb-ზე განათავსეს

Highclere Castle

"Downton Abbey"-ის მაყურებლებს შანსი ეძლევათ, რომ სერიალში ყველაზე ხშირად ნაჩვენებ სასახელში ერთი ღამე გაატარონ.

მეპატრონეებმა Highclere სასახლე Airbnb-ზე განათავსეს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ 2019 წლის 26 ნოემბერს ორმა ადამიანმა ერთი დღე იქ გაატაროს.

შემოთავაზებაში მეპატრონეები წერენ, რომ ადამიანებს აქვთ საშუალება "იცხოვრონ ლორდივით და ლედივით გრანდიოზულ სასახლეში", სადაც 300 ოთახია და ასევე "მათ მოეპყრობიან ისე, როგორც სამეფო ოჯახში". გარდა ამისა, შემოთავაზება შეიცავს ბარში სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელების დალევას, შემდეგ სასადილო ოთახში სადილის მირთმევას, ამის შემდეგ მათ საშუალება ექნებათ ბიბლიოთეკაში მიირთვან ყავა ან ჩაი, შემდეგ კი 400 ჰექტარის სიდიდის ეზოში სეირნობით დატკბნენ.

Highclere Castle

არჩეულმა ადამიანებმა ერთი ღამის გატარებაში 149 დოლარი უნდა გადაიხადონ.

ყველას, ვისაც სასახლეში დარჩენის სურვილი ექნება, შემდეგნაირად უნდა მოიქცეს - 1 ოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე მეპატრონეებს უნდა გაუგზავნოს წერილი რატომ სურთ სასახლეში დარჩენა, რატომ მოწონთ სერიალი Downton Abbey და ამასთან ერთად, მათ უნდა ჰქოდენთ პოზიტიური შეფასებები Airbnb-ზე.

კომენტარები