ეკონომიკა

კობა გვენეტაძე NDI-ის კვლევაზე: არ დაგავიწდეთ, საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჟურნალისტებთან საუბრისას NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. გვენეტაძის თქმით, ამ დროისთვის მთავარია გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა ტიპის შოკების მიმართ.

გვენატაძის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის კარგი მაჩვენებელი ფიქსირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირების რისკები არსებობს.

"არ დაგავიწყდეთ, საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, ზოგადად არსებობს რისკი, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა პროგნოზირებულზე დაბალი აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა გლობალური ეკონომიკის საკითხები და პრობლემები გადაეცემა რეგიონულ ეკონომიკებს. აქედან გამომდინარე, მთავარია, რომ გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვასხვა შოკების მიმართ".

გვენტაძის თქმით, ივლისში მიღებული საგარეო შოკის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება, იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს.

ცნობისთვის დღეს, NDI-იმ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. გამოკითხულთა, 54%-ის თქმით გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ შეძლებს. 

კომენტარები