პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია 18 სექტემბერს, 11:00-ზე ბრიფინგს გამართავს

IPN

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია 18 სექტემბერს ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ათონელის რეზიდენციაში 11:00 საათზე დაიწყება.

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ბრიფინგი პრეზიდენტის შეწყალებებს.

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. 28 აგვისტოს მან 34 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა.

კომენტარები