ედვარდ სნოუდენი

აშშ სნოუდენისგან მისი წიგნის გაყიდვებიდან მიღებულ სრულ შემოსავალს ითხოვს

rt.com

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს სასამართლოში უჩივლა. საქმე ეხება სნოუდენი მემუარებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

როგორც უწყების ვებგვერდზეა მითითებული, სნოუდენმა მის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. უწყების ინფორმაციით, სნოუდენს წიგნის გამოქვეყნებამდე დეტალური ანალიზისთვის სამინისტროსთვის უნდა გადაეცა, როგორც ეს მის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებებში იყო გაწერილი, თუმცა სნოუდენმა ეს არ გააკეთა.

საჩივარი არ არის მიმართული წიგნის გაყიდვის შესაჩერებლად. მოპასუხე მხარედ ის იურიდიული პირები არიან მითითებულნი, ვინც წიგნი გამოსცა. სახელმწიფო მხოლოდ წიგნის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლებს ითხოვს.

ედვარდ სნოუდენმა 2013 წელს ამერიკული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტები გაასაჯაროვა. დოკუმენტების მიხედვით, ამერიკული სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სატელეფონო მოსმენებს ახორციელებდნენ, ისმინებოდა მსოფლიოს 35 ლიდერის სატელეფონო საუბრები.

აშშ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციის უკანონო გავრცელებაში სდებს ბრალს, თუმცა იგი ამჟამად რუსეთში იმყოფება, სადაც რუსეთის ხელისუფლებამ თავშესაფარი მიანიჭეს.

კომენტარები