წითელი ნუსხა

გადაშენების პირას მყოფი ზვიგენი ბრიტანეთში ზღვის პროდუქტების ფესტივალზე წარადგინეს

Plymouth Live

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ პლიმუთში, ზღვის ფესტივალზე გადაშენების პირას მყოფი, იშვიათი სახეობის ცისფერი ზვიგენი წარადგინეს. ფესტივალის მონაწილეებმა ზვიგენისგან კერძი მოამზადეს და სტუმრებს მიართვეს.   

ცისფერი ზვიგენის ფოტოები ქალაქ პლიმუთის ტურიზმის საბჭოს გვერდზე დაიდო, თუმცა, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ წაიშალა.  

როგორც პლიმუთის საკრებულოს წევრმა მოგვიანებით თქვა, ზვიგენი შემთხვევით დაიჭირეს და მის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.    

ფაქტმა ბუნების დამცველთა აღშფოთება გამოიწვია. მას პლიმუთში გადაშენების პირას მყოფ ზვიგენთა დამცველი ორგანიზაცია, "The Shark Trust" გამოეხმაურა.  

"ფაქტი გვაფიქრებს, თუ რა გავლენა აქვთ მეთებზეებს ზვიგენებზე. მკვდარი ზვიგენის დანახვა გამაწბილებელია. მწარე სიმართლე ისაა, რომ ეს ფაქტი ერთ-ერთია იმ უამრავიდან, რომელიც ყოველ დღე ხდება,"-წერს ორგანიზაცია. 

მომხდარს პლიმუთის საკრებულოც გამოეხმაურა. მათი თქმით, მზად არიან დაიცვან ზღვის ბინადრები და, განსაკუთრებით, დაგაშენების პირას მყოფი ზვიგენები.

"ჩვენ უპატიებლად ვთვლით მომხდარს და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის აღარ განმეორდება,"-თქვეს პლიმუთის საკრებულოში. 

ლურჯი ზვიგენი, როგორც გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაშია შეტანილი. ეს სახეობა, ძირითადად, ოკეანეების სიღრმეში ბინადრობს და ცურვით დიდ დისტანციას ფარავს. 


ფოტო: CNN

კომენტარები