სამშენებლო სექტორი

მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორი 4.6%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში მშენებლობის სექტორი 4.6%-ით შემცირდა.

მაშინ, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.5%-ს შეადგენდა, კლება დაფიქსირდა განათლების, სამთომოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობისა და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში.

წლის პირველ კვარტალში სექტორი 9.6%-ით შემცირდა.

მშენებლობის სექტორის ზრდის შეფერხება მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ საბანკო და სამშენებლო რეგულაციებს მოსდევს.

რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზე უკვე მთავრობის მაღალჩინოსნებიც საუბრობენ. კახა კალაძემ ივნისში თქვა, რომ "საბანკო რეგულაციები ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას".

5 სექტემბრეს უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობდა, რომ "საბანკო რეგულაციებით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა, რატომღაც, დაჟინებით შემოიღო, დაარტყა და გაყინა სტაბილურად მზარდი სექტორი ეკონომიკის - მშენებლობის და უძრავი ქონების გაყიდვების".

კომენტარები