ეკონომიკა

IMF 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის 4,6%-იან ზრდას პროგნოზირებს

jornadadiaria.com

11-17 სექტემბერში თბილისში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგეცია. სიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა.

სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი მყარია და საგარეო ხელისშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი იყო. 

ფონდი ასევე, წინასწარმეტყველებს მიმდინარე ანგარიში დეფიციტის შემცირებას. ამავდროულად IMF სავალუტო რეზერვების შენარჩუნებისა და ზრდის მნიშვნელობაზე მიუთითებს. 

ამავდროულად, ფონდი დადებითად აფასებს სახელმწიფოს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მიესალმება სტრუქტურული რეფორმების მზაობას. ფონდი უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს. სავალუტო ფონდი მშპ-ს 4.6%-იან ზრდას წინასწარმეტყველებს. 

ამავდროულად უფრო პესიმისტურია ეროვნული ბანკის პროზგნოზი. ივლისში სებ-მა ზრდის პროგნოზი 5%-იდან 4.5%-მდე შეამცირა. 

 

კომენტარები