აშშ

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების ახალ მრჩევლად რობერტ ობრაიენი დაასახელა

WSJ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯონ ეროვნული უსაფრთხოების ახალ მრჩევლად რობერტ ობრაიენი დაასახელა

"მოხარული ვარ, რომ რობერტ ობრაიენს ჩვენ ახალ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად ვასახელებ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მძევლების საქმეების ძალიან წარმატებული სპეციალური დესპანია. რობერტთან დიდხანს ვმუშაობდი. ის დიდებულ საქმეს გააკეთებს!" - წერს ტრამპი თავის Twitter-ის გვერდზე.

წინა დღით ტრამპმა ამ თანამდებობაზე 5 კანდიდნატურა დაასახელა. ობრაიენზე თქვა, რომ ის "ფანტასტიკური" კანდიდატი იყო.

ობრაიენი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 2005 წელს აშშ-ის ალტერნატიულ წარმომადგენლად დაასახელა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-60 სესიაზე. ბუშის ადმინისტრაციის დროს ის მსახურობდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ-კერძო პარტნიორების საკითხებში ავღანეთში სამართლის რეფორმისთვის თანათავმჯდომარედ, რომელიც 2007 წლის დეკემბერში კონდოლიზა რაისმა წამოიწყო. 2008 წლის ივლისში ბუშმა ის კულტურული ქონების მრჩეველთა კომიტეტის წევრად და საზოგადოების ინტერესების წარმომადგენლად დანიშნა.

10 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ჯონ ბოლტონი 2018 წლის აპრილში დაინიშნა ამ თანამდებობაზე და ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო მაიკლ ფლინისა და ჰერბერტ მაკმასტერის შემდეგ. ჯონ ბოლტონი ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან, რუსეთთან, ავღანეთთან აშშ-ის ხისტი პოზიციის მომხრე იყო.

 

კომენტარები