საგარეო ვაჭრობა

TBC RESEARCH: 12 თვის განმავლობაში ექსპორტი 13%-ით გაიზარდა, შემცირდა სავაჭრო დეფიციტი

თიბისი ბანკის და თიბისი კაპიტალის მიერ დაარსებული ანალიტიკური ცენტრის, TBC RESEARCH-ის ინფორმაციით, ბოლო 12 თვის განმავლობაში 12,4%-ით გაიზარდა ექსპორტი და შემცირდა მიმდინარე სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.

კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 10 თვის განმავლობაში საგრძნობლად მცირდება და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი და აგვისტოს მონაცემებით, 12,5%-ს შეადგენს.

ექსპორტის ზრდის მაჩვენებელმა აგვისტოში 12,4% შეადგინა, აბსოლიტურ გამოსხვაში ზრდა 34 მილიონი დოლარია. რაც შეეხება იმპორტს, აგვისტოში იმპორტი 3,7%-ით შემცირდა. ამავდროულად იმპორტის წლიური კლება 1,6%-ით განისაზღვრა.

სწორედ იმპორტის შემცირება გახდა, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თავის მხრივ იმპორტის შემცირება შესაძლოა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდებოდეს.

 

კომენტარები