ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან გაუფასურდა - კურსი ₾2.9691-ს შეადგენს

ეროვნული ბანკის ცნობით, 18 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.65 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი 1.40 თეთრით.

შესაბამისად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9691 ლარია, ერთი ევროსი კი 3.2797 ლარი.

დოლარის შემთხვევაში, ისტორიული ანტირეკორდი 2.9718 ლარია.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

 

კომენტარები