ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინის ადვოკატი: მისი მთელი ცხოვრება განადგურებულია

0 კომენტარი
სასამართლო სხდომაზე მიმავალი ჰარვი ვაინშტაინი ფოტო: EDUARDO MUNOZ ALVAREZ / Getty

ცნობილი პროდუსერის, ჰარვი ვაინშტაინის ადვოკატმა CBS-თან საუბრისას თავის დაცვის ქვეშ მყოფზე ისაუბრა და თქვა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები გამო "მისი მთელი ცხოვრება განადგურებულია".

დონა რუტენომ ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომებზეც ისაუბრა, რომლებიც დაგეგმილია რომ შემდეგ წელს ჩატარდეს.

"მისი მთელი ცხოვრება განადაგურებულია, დაზიანებულია, ჩავარდნილია და ეს მისი დამსახურებით მოხდა თუ სხვების, ფაქტია რომ ეს ასეა. ფაქტია ასევე, რომ ჩვენ რაც არ უნდა ვქნათ და თუნდაც უდანაშაულოების სტატუსით გამოვიდეთ სასამართლოს დარბაზიდან, ის ვეღარასდროს იქნება ჰარვი ვაინშტაინი", - თქვა ადვოკატმა.

დონა რუტენომ MeToo მოძრაობაზეც ისაუბრა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალებმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.

"ვფიქრობ, რომ ბევრი კარგი რამე არის MeToo მოძრაობის გარშემო. თუმცა, ამავდროულად მე მაწუხებს, რომ ეს იძლევა საშუალებას სასამართლოს ნაცვლად საზოგადოებრივი აზრის მიერ შექმნილი ნარატივი გახდეს მთავარი", - თქვა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მას არ სჯერა რომ ჰარვი ვაინშტაინი ქალებს აუპატიურებდა.

"მე არ ვამბობ, რომ ჰარვი ვაინშტაინი უდანაშაულოა ცოდვების ჩადენისთვის. მე აქ ამისთვის არ მოვსულვარ. თუმცა, ცოდვასა და დანაშაულს შორის განსხვავებაა და არ ვფიქრობ, რომ ის ქალებს აუპატიურებდა", - თქვა ადვოკატმა.

გასულ წელს, ჰარვი ვაინშტაინი 80-ზე მეტმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ვაინშტაინი ბრალდებებს დღემდე უარყოფს.

პროდიუსერი თავდაპირველად საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები