50 CENT: ემინემი ახალ ალბომზე მუშაობს

Billboard.com

ჰიპ-ჰოპ არტისტის 50 Cent-ის თქმით, ემინემი ახალ ალბომზე მუშაობას.

ამის შესახებ 50 Cent-მა ლოს-ანჯელესის რადიოში Real 92.3-ში ისაუბრა და ისიც თქვა, რომ ალბომის რაღაც ნაწილზე ისინი ერთად მუშაობენ.

"მან ჩანაწერი გამომიგზავნა, ის ახლა მუშაობს. მან იცის საქმე, ის კვლავ ყველაზე გაყიდვადი რეპერია მსოფლიოში. ჩვენ ამაზე [ალბომზე] ერთად ვმუშაობთ", - თქვა 50 Cent-მა.

ემინემსა და 50 Cent-ს აქამდეც არაერთხელ უმუშავიათ ერთად, მათი კოლაბორაციით რამდენიმე ჰიპ-ჰოპ ტრეკი არსებობს.

ემინემს კარიერის განმავლობაში 10 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი, მან უკანასკნელი ალბომი Kamikaze გასულ წელს გამოუშვა. ჯერჯერობით მას კომენტარი ახალ ალბომთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, ამიტომ უცნობია მისი გამოსვლის თარიღი.

კომენტარები